სამცხე- ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანის პარკი - როშას რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 5 მარტი 2021    /    ძალაშია: 23 მარტი 2021

 მოგესალმებით,

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-
ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანის პარკი - როშას
რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის
მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის
ობიექტების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება)
სავარაუდო ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 23
მარტის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ინვოისის სახით: ორგანიზაციის
ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში,
ორგანიზაციის ბეჭდით და ინვოისის გაცემის თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით
(ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: spaksashvili@mdf.org.ge ;
mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართები:
1. ტექნიკური დავალება 10 (ათი) ფურცლად;
2. ტექნიკური დავალების დანართი - ნახაზი და ილუსტრაცია 2 (ორი) ფურცლად;
3. ტექნიკური დავალების დანართი - ფოტოები 2 (ორი) ფურცლად.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის