ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩის N5-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოდერნიზაციის/ადაპტაციის მომსახურების შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩის N5-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოდერნიზაციის/ადაპტაციის მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოდერნიზაციის/ადაპტაციის მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და მომსახურების გაწევის სრული ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: djikia@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართი: ტექნიკური დავალება 5 (ხუთი) ფურცლად.
განცხადება - ბაზრის კვლევა (ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილება).pdf