წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ ადგილზე მოინახულეს.
წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.
რეგიონში ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად დაახლოებოთ 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თანხა შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტია.