ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 5.9 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყობა გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.
პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე ადგილების და გადასახედების მოწყობასაც.
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო ტურისტები ისარგებლებენ გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურით.
გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.