მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
18 სექტემბერი 2020
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი ხელმძღვანელობს. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრო.
მხარეებმა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მე-4 პროექტი და დაფინანსების პრიორიტეტები განიხილეს
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია, რომლის დაფინანსებითაც საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობა.