მარტვილის მუნიციპალიტეტში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

18 სექტემბერი 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.

ამჯერად ტენდერი გამოცხადდა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს, სოფელ სალხინოს, სოფელი დიდი ჭყონის, სოფელ ნაგვაზაოს, სოფელ კიწიის  და ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4018

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4017

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4016

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4014

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4013

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4015

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.