მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობას ასრულებს!

11 სექტემბერი 2020

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ ✏ პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.