საბავშვო ბაღების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
გამოქვეყნებულია: 8 სექტემბერი 2020 / ძალაშია: 20 ოქტომბერი 2020
საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება საბავშვო ბაღების მშენებლობის განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ტენდერი შედგება 2 ლოტისგან:
ლოტი 1 - LCIP/CW/07-2020-L1: საბავშვო ბაღების მშენებლობა ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში.
ლოტი 2 - LCIP/CW/07-2020-L2: საბავშვო ბაღების მშენებლობა შამგონასა და დარჩელის სოფლებში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=366995&lang=ge