ქ. ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის გამაგრება

27 აპრილი 2018
მუნიციპალიტეტი: აჟარა
დონორი: ADB

                                     ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საწყისი ანგარიშის;

გენდერული თანასწორობის საკითხების;

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმის

საჯარო განხილვა

 

4 მაისი, 15:00 სთ

(ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია)

 

2018  წლის 4 მაისს 15:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ლუკა ასათიანის  ქ. 25) „ქ. ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის გამაგრება“ ქვე-პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება  საინფორმაციო შეხვედრა  მოსახლეობასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან განახლებული პროექტის დიზაინის ფარგლებში მოსალოდნელი გარემოსდაცვითი ზემოქმედებისა და შემარბილებელი ღონისძიებების, გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ტურისტული სეზონის განმავლობაში პროექტის მიმდინარეობისას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებული სპეციალური დოკუმენტაციის გაცნობა/ განხილვასთან დაკავშირები.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა,  გენდერული თანასწორობის საკითხები და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებული სპეციალური დოკუმენტი ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართზე:

·         საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 243 70 01/202

 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძიათ დარეკონ  საკონტაქტო პირების ნომრებზე:

ნუცა გუმბერიძე -  მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ: +995 599 29 02 09, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

 თეა ხალვაში - ქ. ბათუმის მერია, ნომერი: (042)2 27 26 26, ელ-ფოსტა: info@batumi.ge

 

ჯანრმთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა

 

გენდერული თანასწორობის საკითხები