ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
10 აგვისტო 2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.