ბორჯომში ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში, ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკის 3 მილიონი ლარის დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე "კავალერიის კორპუსის" სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადგილზე გაეცნენ.
კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობაც და მისი მიმდებარე პარკიც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა. 1880 წელს აშენებული შენობა ფსევდო გოთიკური სტილის გამორჩეული ნიმუშია