კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

31 ივლისი 2020

  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობას ასრულებს. პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

60 ბავშვზე გათვლილი სკოლის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. 
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 167 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს.