ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

29 ივლისი 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.

ფონდმა უკვე დაიწყო ტენდერების გამოცხადება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ტენდერი გამოცხადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3869

აღნიშნული სკოლის გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლას და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლას.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს  ჩაერთო.