ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

25 ივნისი 2020

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.

ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის და ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3821

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3820

პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და  ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები,  ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის  სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სამკუთხა სკვერის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე გეგმავს ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობის, მესტიაში ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი ტენდერების გამოცხადებას.