ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

23 ოქტომბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

 2015 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების 65) გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა“   ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას. კერძოდ, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხუთი ძეგლისათვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და განთავსდება სანაგვე ურნები.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

                     ·   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,

                           დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,

                           გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

                           ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ; 

 

                     ·  ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა 65,

                           საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხელაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის

                           წარმომადგენლების კოორდინატორი, მობ:  5 99 67 67 60,

                           ელ-ფოსტა: kheladze.avto@gmail.com

 

     ER-Vani-ge  August 2015