დისტანციური სტაჟირების პროგრამა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დისტანციურ სტაჟირებას პროგრამირებაში.
ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ფრილანსერი.
ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე
სტაჟირების ხანგრძლიობა: თანხმდება ინდივიდუალურად კანდიდატთან. არანაკლებ 2 თვისა.
მოვალეობები:
ანალიზისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მიმდინარე პროექტებსა და ამ პროექტებში დასმული ამოცანების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ან სტუდენტი) - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
• სასურველია MS Office პროგრამული პაკეტის კარგი ცოდნა;
• უპირატესობად ჩაითვლება ნებისმიერი პროგრამული ენის ცოდნა.
• Google services (Drive, Gmail, Doc, Sheet, Meet, Hangout) ის ცოდნა;
სასურველი უნარები:
სისხარტე;
დროის მართვის უნარი;
ანალიტიკური უნარები;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-თანამშრომლობა/გუნდში მუშაობა.
-დისტანციურად მუშაობის გამოცდილება;
სტაჟირება იქნება დისტანციური და მოიცავს, როგორც სასწავლო მასალებს, ასევე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაში სტაჟიორის ჩართვას, მისი დავალებების შეფასებას და შესწორებას.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.
შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი - მარტივი დავალება (შესრულების დრო - 1 დღე)
მეორე ეტაპი - სასწავლო მასალის გადაცემა და პარალელურად დასწავლის პროცესის შეფასება სხვადასხვა მეთოდებით (შესრულების დრო - 2 კვირა)
მესამე ეტაპი - გასაუბრება
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე web@mdf.org.ge
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
შესავსები ფორმა:
docs.google.com/forms/d/1IaThH5vhUrkrP3Y3BMJ3WsqwEwLeqouDUzti1fwnI-k/viewform