გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის ეწყობა
6 აპრილი 2020
სამშენებლო სამუშაოები შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: 1) საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა 5 წერტილზე - მონასტრამდე არ მისული სოფ. ატენის ქვედა უბნისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, ცენტრალური გზის ფერდობზე; 2) პარკირების მოწყობა - ცენტრალური გზის მე-2 მხარეს, კლდოვან ფერდობზე ბუნებრივად გაჩენილ ორ გაფართოებულ ადგილას; 3) არსებული გზის რეაბილიტაცია - მითითებული ადგილიდან მონასტრის დღევანდელ ცენტრალურ შესასვლელამდე; 4) საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის მოწყობა - ტაძრის ჩრდილოეთით არსებული კლდოვანი ფერდის შემოვლით, ცენტრალური გზიდან ტაძრის ბაქნამდე.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება.