გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლოაბს ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გელათის მონასტრის რესტავრაცია/რეკონსრუქცია რამდენიმე ეტაპად განხორციელა. პირველ ეტაპის ფარგლებში განხორციელდა გუმბათის და ქვების რესტავრაცია, ასევე გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია. ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტი 2019 წლის სექტმებერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათალიერეს.
გელათის მონასტერთან სხავდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.