სიახლეები
16 მარტი 2026
დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, ახალი სპორტული ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების დეტალები ადგილზე განიხილა.
16 მარტი 2026
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.
16 მარტი 2026
სოფელ ტანძიაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლა ბექა ურუშაძემ ადგილზე მოინახულა.
14 მარტი 2026
ქვემო ბოლნისში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ამორტიზებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ბაღი ადგილზე მოინახულა.
14 მარტი 2026
ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს.
14 მარტი 2026
სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
14 მარტი 2026
სოფელ იმირის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში № 1 საჯარო სკოლა შენდება. ახალი 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი.
14 მარტი 2026
სოფელ არაფლოში სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
14 მარტი 2026
მარნეულში ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მარნეულში სპორტული ინფრასტრუქტურის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
13 მარტი 2026
რუსთავში მასშტაბური ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.












