კანალიზაციის ქსელის მოწყობა ქალაქ ამბროლაურში - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

9 ნოემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ამბროლაური
დონორი: WB

 2015 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე, ქ. ამბროლაურში,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო წარმომადგენლის - გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში (მისამართი: თამარ მეფის ქუჩა 1) გაიმართება ქვე-პროექტის „კანალიზაციის ქსელის მოწყობა ქალაქ ამბროლაურში“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

  •                   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,   ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ; 

 

  •                   ქ. ამბროლაურში,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო წარმომადგენლის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, თამარ მეფის ქუჩა 1, საკონტაქტო პირი: კახაბერ ნეფარიძე, ქალაქამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ტელეფონი: 555 55 26 73; ელ-ფოსტა: Neparidze.k66@gmail.com

 

 

              ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

                                                                                    EMP-Ambrolauri sewage collectors -ge