საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა

2 აპრილი 2014

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერეს.

ანაკლიაში  ნაპირდამცავ  ნაგებობას  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  აზიის განვითარების  ბანკის  დაფინანსებით  ახორციელებს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და, ჯამში, 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს.

ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა. ჯამში, დაგეგმილია 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.

პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15,355,551.74 ლარია,  მშენებლობის ვადა 9-10 თვეა. მთელი ამ პერიოდის განავლობაში, მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, დასაქმებულების 80%  ადგილობრივი მოსახლეა.

პირველ ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე ენგურის შესართავიდან მდინარე თიკორის შესართავამდე, საერთო სიგრძით - 2600 მეტრი. პროექტის ფარგლებში მოხდება 6 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 2160 ეტრია, აქედან უშუალოდ 6 ტალღმტეხის საერთო სიგრძე - 1700 ეტრი, ტალღმტეხებს შორის დაცილება, ჯამში, 460 ეტრს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში მოხდება მდინარე ენგურის შესართავში არსებული ნავსადგურის მიმდებარე სანაპიროს გამაგრება ფლეთილი ქვებით, 300 ეტრ სიგრძეზე. ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა 2300 ეტრ სიგრძესა და 60 ეტრ სიგანეზე.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს. მეორე ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე თიკორის შესართავიდან სამხრეთით (.ფოთის მიმართულებით,) საერთო სიგრძით - 1500 ეტრი. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდება 4 წყალქვეშა ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა, ასევე ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 1470 ეტრია. აქედან უშუალოდ 4 ტალღამტეხის საერთო სიგრძეა 1200 მეტრი, ხოლო მათ შორის ჯამური დაცილება - 270 ეტრი. ნაპირგამაგრებასთან ერთად, სამუშაოების მეორე ეტაპზეც მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე - 1500 ეტრი, სიგანე კი - 60 ეტრი იქნება.

მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარი. მშენებლობის საორიენტაციო ვადა 7-8 თვეა.

ამჟამად სანაპირო ზოლზე განთავსებულია ტეტრაპოდები და, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე, დაიწყება მათი ზღვაში ჩაყრა.

პროექტს ახორციელებს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“, რომელიც სამუშაოების პირველ ეტაპს 2014 წლის ივლისში დაასრულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ დაეტბორება საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები; გაუმჯობესდება დამსვენებელთა პირობები.