19 თებერვალი 2026
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ურბანული სივრცის შექმნას - რეკრეაციული ზონებით, გამწვანებითა და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით.
19 თებერვალი 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიების მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
19 თებერვალი 2026
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
17 თებერვალი 2026
საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
16 თებერვალი 2026
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებას იწყებს.







