სიახლეები

30 მარტი 2026

სოფელ ღულელებსა და სოფელ სიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

თიანეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ღულელებსა და სიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“ ფარგლებში.
27 მარტი 2026

№209 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ და მათ დეტალურად გააცნეს ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები.
26 მარტი 2026

სურამის გზისპირა, გარე მოვაჭრეები ახალი კომერციული სივრცის პროექტს გაეცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მცირე მეწარმეებს- ნაზუქით, თონის პურით და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს.
25 მარტი 2026

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
24 მარტი 2026

ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოაცხადა.
24 მარტი 2026

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
24 მარტი 2026

რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის არქიტექტურულ კონცეფციებზე საკონკურსო კომისიამ იმსჯელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ სენაკის აუზის, ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის, ბოლნისის სტადიონის, ჭიაურის სკოლის, წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.
14 მარტი 2026

დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, ახალი სპორტული ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების დეტალები ადგილზე განიხილა.
14 მარტი 2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.
14 მარტი 2026

სოფელ ტანძიაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლა ბექა ურუშაძემ ადგილზე მოინახულა.