ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-build მეთოდით) ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება
31 ივლისი 2019
როგორც ცნობილია, 2019 წლის 21 მაისს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-build მეთოდით) ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე და მისა საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე - NAT190010075.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული - „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპი“ და შესაბამისად, 2019 წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება № GOG/ET/CW/133. ხელშეკრულების შესრულების ვადა შედგენს 6,5 თვეს. ხოლო, ღირებულება - 8,989,898.00 (რვა მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცხრა ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარს.