სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

გამოქვეყნებულია: 2 აგვისტო 2019    /    ძალაშია: 9 აგვისტო 2019

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ქალაქ თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან „მზიური“-ს პარკში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სავარაუდო ღირებულება (დამატებული ღირებულების გადასახადის - დღგ-ს გარეშე) და მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების საფუძველზე გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 09 აგვისტოს 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: procurement@mdf.org.ge; mbochorishvili@mdf.org.ge

დანართი: ტექნიკური დავალება, 9 (ცხრა) ფურცლად. 

 

storage/assets/file/documents%202019.pdf

 

დანართი 1/ტოპო

 

დანართი 2 /კავშირის სქემა

 

დანართი 3/გენ-გეგმა

 

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.