გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 22 ივლისი 2019    /    ძალაშია: 22 აგვისტო 2019

 საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია.

 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გელათის მონასტრის მიმდებარედ, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისიდან 12 კმ-ის დაშორებით.

ქვე-პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის (სიგრძე- 103, 4მ, სიგანე - 0,40- 0,80 , სიმაღლე - 1,5-3 მ) მოწყობასა და გელათის მონასტრამდე მისასვლელის გზის რეაბილიტაციას (სიგრძე 100 მ).

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

 https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=312201&lang=ge