სიახლეები
26 იანვარი 2026
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება დაინერგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატო საძაგლიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის, BIM განათლების განვითარების მიზნით, გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
26 იანვარი 2026
დაგეგმილია მანავის 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის აღდგენა
მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო ბარნაბიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მანავის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
24 იანვარი 2026
ჭიათურის ინფრასტრუქტურული პროექტები
ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა.
24 იანვარი 2026
ბაღდათში სპორტული და რეკრეაციული პროექტები იგეგმება
ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს.
24 იანვარი 2026
ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
პროექტი, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
პროექტი, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
24 იანვარი 2026
განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები — ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი — განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
24 იანვარი 2026
სოფელ ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დასრულდა. ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია ბავშვების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, დასასვენებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
24 იანვარი 2026
სოფელ ღრმაღელეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში ბავშვების სკოლამდელი განათლებისათვის აუცილებელი ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.
23 იანვარი 2026
ბათუმში სარეაბილიტაციო პროექტები დასკვნით ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმის ურბანული გარემოს განახლებას განაგრძობს. ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე უბნებში 7 ქუჩის, შენობების და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
23 იანვარი 2026
ბათუმში #5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში და მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. 810 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.












