მესტიაში ლეო ფლფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის შენობის რეაბილიტაცია - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
16 დეკემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: მესტია
დონორი: WB
2015 წლის 22 დეკემბერს, 11:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში (სეტის მოედანი #1) გაიმართება ქვე-პროექტის „დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის შენობის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. მესტია, სეტის მოედანი #1, საკონტაქტო პირი - კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მობ: 5 77 92 06 00; ელ-ფოსტა: kakhaber77@gmail.com