ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაცია

გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2019    /    ძალაშია: 17 ივნისი 2019

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაცია.

 

სარეაბილიტაციო ობიექტი, ე.წ. „ახალი კავალერიის შენობა“ ბორჯომის ცენტრში, მ. კოსტავას სახელობის ბაღში მდებარეობს. აგებულია მე-19 ს. ბოლოს და იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. მოგვიანებით შენობას შეეცვალა დანიშნულება, მრავალგზის გადაკეთდა და ამჟამად უფუნქციო, ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია. შენობა წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს - ეს სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით: N3/87, 02.06.2010.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას:

-          შენობის დეკორატიული ხის აივნების და დეკორატიული ელემენტების რეაბილიტაცია;

-          შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ნაგვის, ნარჩენებისა და ჩახერგულობისაგან;

-          შენობის კედლებზე ბოლო დროს გაკეთებული წარწერების ხელით მოშორება;

-          კარებსა და ფანჯრებზე წარმოდგენილი დეკორატიული აგურის საუკეთესო ფრაგმენტების აღდგენა/რეაბილიტაცია;

-          ფასადურ კედლებზე ბზარების შევსება ქვიშა-ცემენტის ნარევით;

-          მასიური, ბაზალტის ქვისგან დამზადებული საფეხურებით, შენობაში შესასვლელი კიბეების აღდგენა/რეაბილიტაცია;

-          ფასადის საპირე წყობის ბაზალტის ქვების შენარჩუნება და გამაგრება

-          ახალი ხის კარებისა და ფანჯრების დაყენება;

-          შენობისთვის ახალი თუნუქის სახურავის მოწყობა;

-          საქვაბისა და გათბობა-გაგრილების სისტემისთვის ახალი შენობის მშენებლობა;

-          არსებული პატარა საფეხმავლო ხიდის ნაწილის დანგრევა;

-          წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;

-          გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის, ნაგვის ურნების და სკამების განთავსება, გარე განათების მოწყობა, არსებული ავტოსადგომის მონიშვნა.

 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=305128&lang=ge