ქვე-პროექტი - ოზურგეთის ტროტუარების რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი - „ოზურგეთის ტროტუარების რეაბილიტაცია“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთში აღმაშენებლის, კოსტავას, ნიკოლაძისა და გურიის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს, 14 საათზე, ქალაქ ოზურგეთის მერიის შენობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც უშუალოდ დაინტერესებული პირები.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: