ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში
2015 წლის 9 თებერვალს 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში (დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქუჩაN24) გაიმართება ქვე-პროექტის „ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს დაბა ლენტეხში ქუჩების კეთილმოწყობას, სოფელ ხელედში შიდა საუბნო გზებზე საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაციასა და მცირე ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციას მდ. მუხრაზე, მდ. ჭველფის ღელეზე, მდ. ჩონშურაზე, შემდეგ სოფლებში: ტვიბი, ედიყი ჭველფი და დურაში.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), ასევე შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;
· ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №24. საკონტაქტო პირები:
- ლევანი ლიპარტელიანი - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის,
ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მობ.: 551779177;
ელ-ფოსტა lad_tatu@mail.ru;
- ბაჩუკი გაზდელიანი - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური
განვითარებისსამსახურის უფროსი, მობ.: 577381090 ელ-ფოსტა: bachukigazdeliani@mail.ru
ლენტეხში ხიდებისა და ქუჩების რეაბილიტაცია