თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა
22 აპრილი 2016
„თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა, გარდა 7 ივნისისა, ასევე გაიმართება ა.წ. 10 ივნისს, 13 სთ-ზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N73).
აღნიშნულის თაობაზე განცხადება გამოქვეყნებულია გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ (21.04.2016, N74).
საჯარო განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები ხელმისაწვდომია, როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე შემდეგ ვებ-მისამართზეც:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=documents/&id=1543