ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
8 ივნისი 2016
ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობა, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და სამონასტრო საცხოვრისთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, ტაძრისა და კელიების მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ქვაფენილის დაგება, მავთულბადის გაბიონის მოწყობა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
EMP_DarialiParking&AccesRoadToMonasteryResidence_ge