ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება

11 აპრილი 2016

ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით,  2016 წლის აპრილ-ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ატარებს შინამეურნეობების კვლევას.

კვლევა ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით.  კვლევის პროცესში, მოხდება 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

აღნიშნული კვლევის შედეგად, შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. მისი შედეგების ანალიზი მოგვცემს პრობლემების იდენტიფიკაციის საშუალებას, რათა, შემუშავდეს ღონისძიებები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით.

 

THS presentation GEO