თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის II მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული ანგარიშის სამუშაო ვერსია

6 აპრილი 2016

 

თბილისი-რუსთავის გზის  II  მონაკვეთის (Sta: 4+000 ~ 10+800) მოდერნიზაციის პროექტი, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ-ს, არის თბილისი-რუსთავის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილი, რომლის მიზანია  რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის. პროექტის მიზანია სპეციალური საგზაო კონსტრუქციების/მოწყობილობების მოწყობა როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.

 

ძირითადად ეს არის არსებული 2-სავალზოლიანი გზის 4 ზოლამდე მოდერნიზაციის პროექტი. აღნიშნული რეკონსტრუქცია სრულიად შეესაბამება ქართულ ეროვნულ სტანდარტს (SST გზები 2009) და TEM-ის სტანდარტებს.

პროექტი         არ        არის   დაკავშირებული        ახალი ტერიტორიების            ათვისებასთან და გარემოს    სენსიტიურ    უბნებზე          მშენებლობასთან.  აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის SPS 2009 მიხედვით  პროექტი კლასიფიცირებულია, როგორც B  კატეგორიის.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობა დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნლეობის გზის მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას.

 

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა სხავდასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები. დარგობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა როგორც კამერალური შესწავლები, ასევე, საველე სამუშაოები და გარემოს არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასება. აუცილებელი გარემოსადაცვითი და სოციალური ინფორმაცია სრულად იქნა შეგროვებული. გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ აღებულ და გაანალიზებულ იქნა ზედაპირული წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის სინჯები. საპროექტო ჯგუფმა შეისწავლა ხმაურის და ფონური რადიაციის დონე მარშრუტის გასწვრივ. ავტოტრანსპორტის ემისიის ზემოქმედება გაანალიზებული იქნა ლიცენზირებული პროგრამის - „ეკოლოგ- მაგისტრალ“-ის გამოყენებით.

 

შეფასდა         პროექტის       არეში      არსებული       სენსიტიური                       გარემოსდაცვითი      და სოციალური რეცეპტორები და ამ შესწავლის შედეგები გათვალისწინებულ იქნა დაპროექტებისა და შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში. მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხები დამუშავებულია ცალკე დოკუმენტის – განსახლების სამოქმედო გეგმის სახით. შემარბილებელი    ღონისძიებები ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი მართვისა და მონიტორინგის გეგმაში.

 

 მომზადდა სრულფასოვანი გზშ-ს ანგარიში, სადაც  წარმოდგენილია გარემოსდაცვის მართვისა    და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა, განხილულია დეგეგმილი საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედებები და დასახულია მათი შერბილების ღონისძიებები.

 

გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში წარმოჩენილია პროექტის საჭიროება, ასევე დეტალურადაა აღწერილი კონცეპტუალური პროექტი, კვლევების მეთოდოლოგია და პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ტერიტორია. ამას გარდა, მასში წარმოჩენილია პროექტის წინაშე არსებული ტექნიკური სირთულეები და დაგეგმილი საქმიანობის შესაძლო დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

 

წარმოდგენილი გზშ-ს დოკუმენტი მომზადებული არის დამკვეთის (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის) ტექნიკური დავალების და  ტექნიკური პროექტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საპროექტო გზის ინფრასტრუქტურის დიზაინის და მშენებლობის პროცესის აღწერას და არ ეხება მშენებლობისათვის აუცილებელი დამხმარე ნაგებობების (მისასვლელი გზების, ბანაკების, ასფალტო-ბეტონის ქარხნის და ა.შ.) მშენებლობის და ფუქნციონირების საკითხებს.

 

 

Draft_IEE_for_Section_2- March 2016-1MAN

 

3. Executive_Summary_Sec_2 GEORGIAN

 

v.II. IEE  Tbilisi-Rustavi Highway, Section 2 Phonichala(Geo)--2