კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები

24 ნოემბერი 2015

ქვე-პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უბისას უძველესი სამონასტრო კომპლექსის: წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის (IX  საუკუნე), ოთხ სართულიანი კოშკის - მესვეტის საცხოვრებელის (1141 წელი), უძველესი გალავნის ნანგრევების (XII საუკუნე) და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. ობიექტი წარმოადგენს მოქმედ მონასტერს ღიას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო  ვიზიტორებისთვის.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

უბისას მონასტრის რესტავრაცია, გარემოსდაცვითი მიმოხილვა