ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზისა და ავტოსადგომის რეაბილიტაცია

2 ივნისი 2016
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: WB

  

ქვე-პროექტის  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და

სოციალური საკითხების

                                                                   საჯარო განხილვა

 

2016 წლის 6 ივნისს 14:00 საათზე, ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1) გაიმართება ქვე-პროექტის „დარიალის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზისა და ავტოსადგომის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტი ითვალისწინებს დარიალის სამონასტრო კომპლექსთან ავტოსადგომის მოწყობას, კომპლექსის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციას, სანიაღვრე კოლექტორისა და კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების განთავსებას.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1, საკონტაქტო პირი - ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის უფროსი ზურაბ  ზილინაშვილიტელ: 599 55 13 58, ელ-ფოსტა: z.zilinashvili@gmail.com

 

გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:


EMP_Dariali road_ge