კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან
2 ოქტომბერი 2015
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომისა და გადასახედი ტერასის მოწყობა კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე, შეკეთდება ტაძრის მიმდებარე გზა, მოეწყობა სასმელი წყლის მიწოდების სისტემა ვიზიტორთა ცენტრისათვის და ტაძრისათვის.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
ER_Katskhi tourist infrastructure -ge