კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა.
ქვეპროექტი ითვალისწინებს ბერების კელიების, მომლოცველთა სახლისა და მომსახურების შენობის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა ბერების საცხოვრებელში.
კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს იმერეთის რეგიონში ჭიათურას მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში. თბილისიდან დაშორებულია 190 კმ-ით. სოფლე კაცხამდე მისვლა შესაძლებელია თბილისი-ჭიათურა ან თბილისი- ზესტაფონის საავტომობილო გზით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=242043&lang=ge