რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის აღდგენა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში
ქვე-პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში სოფ. ნინოწმინდას საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის აღდგენის ქვე-პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტებისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,
დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო
პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92,
ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge ;
· საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. საკონტაქტო პირი - თამარ გარსევანიძე,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელი
ნინოწმინდაში , მობ:. 5 99 45 25 47. Tamargarsevanidze@gmail.com
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
დოკუმენტების ელ. ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინფრასტრუქტურის აღდგენა ნინოწმინდას მონასტერში
გარემოზე ზემოქმედების მიმოხილვა-დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში