უბისას მონასტერთან ზაფხულში გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ
19 მაისი 2017
ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება.
ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.
შესრულებულ სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.