საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, სახელწოდებით „ავტობანები და მიწისქვეშა კომუნიკაციები,“ რომელიც გაიმართება თბილისში 2013 წლის 11–13 სექტემბერს.
კონფერენციის მიზანია შექმნას კომუნიკაციის ეფექტური პლატფორმა სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს შორის და ხელი შეუწყოს ინოვაციური მიდგომების გაზიარებას შესაბამის სფეროში. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ოფიციალური პირები, ექსპერტები, პრაქტიკოსები, კერძო კომპანიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დაინტერესებული პირები, რათა წვლილი შეიტანონ აღნიშნულ ღონისძიებაში.
გამოჩენილი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მიერ გაკეთებულ მოხსენებათა გარდა, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში.
კონფერენციაზე განხილულ ძირითადი საკითხების შორის იქნება:
- ასფალტ–ბეტონის გზის დაგეგმარება/მშენებლობა და მოვლა–შენახვა
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება
- წყლისა და საკანალიზაციო სისტემების დაგეგმვა/მშენებლობა და რეაბილიტაცია
- ხიდების მშენებლობა და მოვლა–შენახვა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქალბატონ ეკატერინე კვირიკაშვილს – მობ: +995 557 777 111, ელ.ფოსტა: e.kvirikashvili@mrdi.gov.ge