სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა
25 მარტი 2017
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 700 000 ლარია. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ დაათვალიერა.
ვაზისუბნის საუბნო გზებზე მხოლოდ ასფალტის ფრაგმენტი იყო შემორჩენილი და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა აღნიშნულ გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში სოფელ ვაზისუბანში 2,2 კმ-იანი გზა დაიგო. ასევე მოეწყო ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი ლითონის მილები.