საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის “საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში“ პროექტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
ქვე-პროექტი „საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში“ ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მესამე რეგიონული განვითარების პროექტის (RDP III) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: |
ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი მობ.: 598 88 20 19; 599 29 02 09 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
გოგა დოლიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მობ: 591 40 41 42
|