თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურებსა და სოფელ ზემო არტანს შორის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 27 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურებსა და სოფელ ზემო არტანს შორის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ პროექტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება არტნის ადმინისტრაციულ შენობაში.
ქვე-პროექტი „თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურებსა და სოფელ ზემო არტანს შორის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დამატებითი დაფინანსების (AF) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში - რუსთაველის N67.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: |
ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მობ.: 598 88 20 19; 599 29 02 09 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
ზურაბ ბექაური, თიანეთის მუნიციპალიტეტი მობ: 599 61 22 77 ელ-ფოსტა: beqaurizurab0@gmail.com |
ESMP-Churchelaurebi-zemo artani 24.06.22 (1)