კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 4 მარტს 15:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;
· ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. ტყიბული, კარლო ლომაძის ქ. #3, საკონტაქტო პირები: ავთანდილ გვენეტაძე (მობ: 5 97 97 93 17); ბაქარ რობაქიძე, კურსების თემის რწმუნებული (მობ: 5 51 24 44 13).