არჩილის მონასტერთან და ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 3 მლნ ლარს აღწევს. არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, ამ დროისთვის, უკვე დაგებულია 4800 მ 5 კმ-მდე ასფალტის საფარი. ხოლო, ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელ 1.2 კმ - იან გზაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და მალე ასფალტის დაგება დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოში შესასვლელებისა და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.