მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქცია ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

27 თებერვალი 2015

            2015 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (სეტის მოედანი #1) გაიმართება ქვე-პროექტის „მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქცია“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

                    ·          საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ; 

              ·         მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. მესტია, სეტის მოედანი #1, საკონტაქტო პირი - კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მობ: 5 77 92 06 00; ელ-ფოსტა: kakhaber77@gmail.com

 

       

              EMP - Mulakhi sporthall ge.

 

              EMP-Mulakhi sporthall eng.