სოფლების სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის (მარტვილის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

26 თებერვალი 2015

        2015 წლის 5 მარტს 11:00 საათზე, ქ. მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, #10) გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის განმახორციელებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

                        ·                         საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge

                        ·       მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარტვილი, თავისუფლების ქ. 10, საკონტაქტო პირი - გიორგი გოროზია, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მობ.: 5 77 95 48 14, ელ-ფოსტა: giagorozia@mail.ru

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  

 

 

                       Screening and EMP-Martvili - Salkhino - Letsava road rehabilitation-ge

 

                       Screening and EMP-Martvili - Salkhino - Letsava road rehabilitation-eng