აბასთუმანში მწვანე და ლურჯი დერეფნის რეაბილიტაცია

15 ოქტომბერი 2021
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

 2021 წლის 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაიმართება პროექტის „აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნის რეაბილიტაცია“ და პროექტისთვის მომზადებული გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის (ESR) საჯარო განხილვა.  ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ Google Meet აპლიკაციის მეშვეობით.

შეხვედრის ლინკი: meet.google.com/crx-vyiq-qyu; Join by phone (GE) +995 706 770 292 (PIN: 671291716)

აღნიშნული პროექტის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

საწყისი გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტი (ESR) ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისებში.

საკონტაქტო პირი:

ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი ნუცა გუმბერიძე (ტელ: 598 882 019)

 

ESR_Abastumani Urban_GEO.pdf